Thumbnail

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, დენი ელფმანი ახალ კომპოზიციას True და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Big Mess შევა, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა. ეს პირველი სოლო ჩანაწერი იქნება, რომელსაც ელფმანი 37-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნებს. ნამუშევარი 11 ტრეკს გააერთიანებს.

ნახეთ: Danny Elfman - Sorry

დენი ელფმანმა მუსიკალური კარიერა 1979 წელს ჯგუფში Oingo Boingo დაიწყო. ორი წლის შემდეგ, თეატრალური პერფორმანსებით ცნობილმა კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Only a Lad გაავრცელა. ბენდის შემოქმედება ნიუ ვეივსა და სკა პანკს აერთიანებდა. 1985 წელს ელფმანმა ცნობილი რეჟისორის, ტიმ ბარტონის მიწვევით, ფილმისთვის Pee-wee's Big Adventure მუსიკალური თემა შექმნა. 1994 წელს არტისტმა კოლექტივი დატოვა და მთლიანად კინოსურათებისთვის მუსიკის დაწერაზე გადაერთო. ოსკარის ოთხი ნომინაციისა და გრემის მფლობელ ელფმანს დღემდე 100-ზე მეტი ფილმი აქვს მუსიკალურად გაფორმებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული