Thumbnail

ნახეთ: რას ფიქრობდა DMX ემინემის შესახებ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

9 აპრილს გარდაცვლილი გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტის, ერლ სიმონსის, ფსევდონიმით DMX, პატივსაცემად მისი თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელებში რეპერთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებენ. ერთ-ერთი ასეთი 2013 წლის ინტერვიუს ნაწყვეტი გახლავთ, რომელშიც ჟურნალისტი ნიუ იორკელ ემსის ეპოქალური კოლეგის, ემინემის შესახებ პროვოკაციულ კითხვას უსვამს.

"14 წლის ბავშვს რატომ უნდა შესთავაზო კრეკი?" - DMX იხსენებს, ვინ გაასინჯა ნარკოტიკი

"ახლახან ემინემმა კომპოზიცია Rap God გამოაქვეყნა. ფიქრობ, რომ ის ნამდვილად ჰიპ ჰოპის ღმერთია?"

DMX: არ ვიცი, ემინემი ვინ ან რა არის, თუმცა, ის ძალიან ნიჭიერი ემსია. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მსგავსი პროვოკაციული კითხვებით ჩვენს დაპირისპირებას ნუ ცდილობ".

ემინემი და დიემექსი ჰიპ ჰოპის ერთი თაობის, თუმცა, სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები არიან და შესაბამისად მათი დისკოგრაფია ჟღერადობით საგრძნობლად განსხვავდება. ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, კოლეგებმა ერთადერთხელ, 2003 წლის კომპოზიციაზე Go To Sleep ითანამშრომლეს. არსებული ცნობებით, მაშინ რეპერები ნიუ იორკელმა შემსრულებელმა, ჯა რულმა გააერთიანა. იმ დროისთვის დიემექსი და ემინემი ჯა რულთან დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ნამუშევარი კი სწორედ ამ უკანასკნელის დის-ჩანაწერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული