Thumbnail

ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდას" წევრი, დიმონდ ფრაისი, ფსევდონიმით Conway The Machine, ახალ ალბომზე La Maquina მუშაობს, რომელიც გაყიდვაში 16 აპრილს ჩაეშვება. სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში ანდერგრაუნდ ემსიმ მსმენელს სინგლი Blood Roses შესთავაზა. კოლაბორაციულ ჩანაწერში ქანვეის კოლეგა Jae Skeese მონაწილეობს, პროდიუსერი კი Cardiak გახლავთ.

Conway The Machine: მუსიკამ გადამარჩინა

ნახეთ: Conway The Machine გადაცემაში Tiny Desk Concert

მოუსმინეთ: J.I.D x Conway The Machine - Ballads

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული