Thumbnail

ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ალბერტ მონდეინმა, ფსევდონიმით Sauce Walka, ახალი კომპოზიცია ASAP Sauce გაავრცელა. ანდერგრაუნდ ემსის კოლაბორაციულ ჩანაწერში პოპულარული ნიუ იორკელი რეპერი, ეისეფ როქი მონაწილეობს. ტრეკი სამხრეთელი შემსრულებლის მიქსტეიპის God Of Texas ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Sauce Walka - What You Gone Do

ნახეთ: Sauce Walka კლიპს Sauce Creed ავრცელებს

ნახეთ: Sauce Walka კლიპს Where Was You At აქვეყნებს

ალბერტმა მუსიკალური მოღვაწეობა ჰიპ ჰოპ დუეტში Sauce Twinz დაიწყო. 2015 წელს რეპერმა პირველი სოლო ტრეკი A Bag გაავრცელა. მას დღემდე ოცამდე მიქსტეიპი აქვს გამოშვებული. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება 2017 წელს დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომპოზიცია Ghetto Gospel, რომელიც თანამედროვე გეტოების საუნდტრეკად იქცა, სხვადასხვა გამოცემამ წლის საუკეთესო რეპ ნამუშევრებს შორის დაასახელა. სოუს ვოქა ხმის სახასიათო ტემბრით გამოირჩევა. მისი ცნობილი კომპოზიციებია: Ghetto Gospel, Sauce Overload, We Did It, Sauce Baby, Big Amount, Mask On და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული