Thumbnail

ბრიტანული ჰარდ როკ დუეტი Royal Blood ახალ კომპოზიციას Boilermaker და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი ამერიკული ჯგუფის Queens of the Stone Age დამფუძნებელი, ჯოშ ჰომი გახლავთ. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Typhoons შევა, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Royal Blood - Limbo

Royal Blood ქალაქ ბრაიტონში 2011 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2017 წელს კი დუეტმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი How Did We Get So Dark? გამოსცა. მათი შემოქმედება ალტერნატიულ და ჰარდ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული