Thumbnail

შოტლანდიური ალტერნატიული როკ ჯგუფი Teenage Fanclub ახალ კომპოზიციას In Our Dreams და მასზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. სინგლი ბენდის მომავალ, რიგით მეთერთმეტე ალბომში Endless Arcade შევა, რომელსაც კოლექტივი 5-წლიანი პაუზის შემდეგ, 30 აპრილს გამოაქვეყნებს.

მოუსმინეთ: Teenage Fanclub - The Sun Won't Shine On Me

Teenage Fanclub ქალაქ ბელსჰილში 1989 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი A Catholic Education გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოქვეყნებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული