Thumbnail

ნახეთ: ტომ იორკის 2005 წლის სოლო პერფორმანსი სესიიდან From The Basement

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead 2005 წლის სესიიდან From The Basement ბენდის ფრონტმენის, ტომ იორკის პერფორმანსი გაავრცელა. მუსიკოსი კოლექტივის კომპოზიციების Videotape, Down Is The New Up, Last Flowers და საკუთარი სოლო ნამუშევრის Analyse ადრეულ ვერსიებს პიანინოზე ასრულებს.

მოუსმინეთ: ტომ იორკმა 26 კომპოზიციისგან შემდგარი ფლეილისტი გაავრცელა

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული