Thumbnail

ნახეთ: ბობ დილანის გიტარა Fender Electric XII აუქციონზე გაიყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ბობ დილანის გიტარა Fender Electric XII, რომელზეც ის 1965-66 წლებში უკრავდა, Heritage-ის აუქციონზე გაიყიდება. არტისტმა ინსტრუმენტი რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომზე Blonde on Blonde მუშაობის პერიოდში გამოიყენა.

ბობ დილანის სიმღერა, რომელიც რობერტ პლანტის შთაგონების წყაროდ იქცა

1965 წელს დამზადებული გიტარა მილიონ დოლარადაა შეფასებული. ინსტრუმენტის შეძენა ვებგვერდ Gotta Have Rock and Roll-ზეა შესაძლებელი. გიტარას მოჰყვება ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამერიკელმა ფოლკ მუსიკოსმა, ბობ დილანმა კარიერა 1959 წელს დაიწყო. არტისტის პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი 60-იან წლებშია დაწერილი. დილანს ამ ეპოქის თაობის ხმასაც უწოდებდნენ. მისი კომპოზიციები Blowin' in the Wind და The Times They Are a-Changin ადამიანის უფლებების დაცვისა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობების ჰიმნადაც კი იქცა.

11 გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ მუსიკოსს საერთო ჯამში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი აქვს გაყიდული. ამ შედეგით, ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად რჩება. 2016 წელს დილანს მის მიერ დაწერილი სიმღერების ტექსტების გამო, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული