Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტმა და ბონ ივერმა კომპოზიცია Exile შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა და ცნობილმა მუსიკოსმა, ჯასტინ ვერნონმა, პროექტით Bon Iver, სტუდიური სესიის ფარგლებში შესრულებული კომპოზიცია Exile გამოაქვეყნეს. ნამუშევარი სვიფტის ბოლო ალბომის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ საკონცერტო ფილმში Folkore: The Long Pond Studio Sessions შედის, რომელის პრემიერაც Disney+-ზე 2020 წლის ნოემბერში შედგა.

ნახეთ: ტეილორ სვიფტის ბავშვობის კადრები სიმღერის The Best Day ვიდეოში

სინგლის სტუდიური ვერსია ტეილორ სვიფტის რიგით მერვე ალბომში Folklore შედის, რომელიც 2020 წლის ივლისში გავრცელდა. ჩანაწერმა გრემის 63-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.

მომღერალმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში სვიფტმა გრემის პირველი ჯილდო მიიღო და, ბილი აილიშის გამარჯვებამდე, ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსსაც ატარებდა. 11 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული