Thumbnail

მოუსმინეთ: Young Thug კომპილაციურ ალბომს Slime Language 2 აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, მის მიერ ჩამოყალიბებული ლეიბლის YSL Records წევრების კომპილაციური ალბომის Slime Language მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. სტუდიური ნამუშევარი 23 კომპოზიციას მოიცავს. გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ჩანაწერში Drake, Kid Cudi, Big Sean, Lil Baby, Meek Mill, Future, Rowdy Rebel, Lil Keed, YNW Melly და სხვები მონაწილეობენ.

ნახეთ: Young Thug - Take It To Trial

ნახეთ: Young Thug - That Go! Ft. Meek Mill & T-Shyne

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული