Thumbnail

ნახეთ: Chris Brown, Young Thug, Future, Lil Durk და Mulatto კლიპში Go Crazy (Remix)

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი არენბი შემსრულებელი Chris Brown და პოპულარული ატლანტელი რეპერი Young Thug მსმენელს კომპოზიციის Go Crazy ალტერნატიულ ვერსიაზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობენ. არტისტების კოლაბორაციულ ჩანაწერში მათი კოლეგები Future, Lil Durk და Mulatto მონაწილეობენ. ტრეკი მუსიკოსების ერთობლივი მიქსტეიპის Slime & B სინგლია.

მოუსმინეთ: Chris Brown და Young Thug მიქსტეიპს Slime & B ავრცელებენ

კრის ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Turn Up the Music, With You და Loyal მოუტანა.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული