Thumbnail

მოუსმინეთ: Saweetie ჩანაწერს Pretty Summer Playlist: Season 1 ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიემონტ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, ახალი EP სახელწოდებით "Pretty Summer Playlist: Season 1" გამოაქვეყნა, რომელიც 7 კომპოზიციას აერთიანებს. ახალგაზრდა მუსიკოსმა სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში ითანამშრომლა კოლეგებთან: Drakeo the Ruler, Bbyafricka, Kendra Jae, Lourdiz, Loui და სხვა.

დაშორების შემდეგ რეპერები Saweetie და Quavo ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ნახეთ: Gwen Stefani - Slow Clap Ft. Saweetie

ნახეთ: Saweetie - Best Friend Ft. Doja Cat

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო, 2018 წლის დასაწყისში კი ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიემონტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა, რომლის მთავარი სინგლიც ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული