Thumbnail

ნახეთ: Pooh Shiesty და Lil Durk კომპოზიციას Back in Blood ასრულებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლონთრელ უილიამსი, ფსევდონიმით Pooh Shiesty, ჯიმი ფელონის ცნობილი გადაცემის სტუმარი გახლდათ. სამხრეთელმა რეპერმა შოუს მუსიკალურ ნაწილში ჰიტი Back in Blood შეასრულა. პერფორმანსში მონაწილეობა ცნობილმა ჩიკაგოელმა მუსიკოსმა, ლილ დერქმაც მიიღო.

ნახეთ: Gucci Mane x Pooh Shiesty - Still Remember

ლონთრელმა მუსიკალური კარიერა 2019 წელს დაიწყო. მემფისელ რეპერს დღემდე ერთადერთი, სადებიუტო მიქსტეიპი Shiesty Season აქვს გამოქვეყნებული. ის ცნობილი ატლანტელი თრეფ შემსრულებლის, გუჩი მეინის ლეიბლის 1017 Records წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული