Thumbnail

კანადური როკ ჯგუფი Islands ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალ კომპოზიციას Set the Fairlight ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მერვე ალბომში Islomania შევა, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს გამოიცემა.

Islands ქალაქ მონრეალში 2005 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Return To The Sea გამოუშვა. კოლექტივს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. 2016 წელს კოლექტივი დაიშალა, 2021-ში კი მუსიკოსებმა ახალ კომპოზიციებზე განაახლეს მუშაობა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული