Thumbnail

"Dr.Dre-ს ტექსტებს სხვები უწერენ" - KXNG Crooked-ის პასუხი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი კალიფორნიელი ემსი, დომინიქ ვაიქლიფი, ფსევდონიმით KXNG Crooked, ტვიტერზე ერთ-ერთ მომხმარებელს გამოეხმაურა, რომელიც ლეგენდარულ პროდიუსერსა და რეპერზე, დოქტორ დრესა და მის ე.წ. გოსთრაითერებზე საუბრობდა.

Dr. Dre: სოციალურმა ქსელებმა არტისტების მისტიკურობა გაანადგურა

Dr. Dre: ალბომში "2001" გარეპვას არ ვგეგმავდი

"დრეს არასდროს დაუწერია ვერსი, არა? მას გოსთრაითერების მთელი არმია ჰყავს. ალბათ, ემინემის ყველაზე ცუდი ტექსტი ვერ იქნება მისაზე კარგი, რადგანაც დრე მხოლოდ საუკეთესო მწერლებსა და ვერსებს არჩევს. გამოდის, დრე უდიდესი კოლექტიური რეპერია".

"დიახ, დრეს არაერთი კომპოზიციის ტექსტი სხვების მიერაა დაწერილი. ამ მხრივ აღსანიშნავია ემინემი. თუმცა, დოქტორი თავადაც ხშირად წერს. ბოლოს, როდესაც მას სტუდიაში შევხვდი, სწორედ ტრეკების ლირიკაზე მუშაობდა", - აღნიშნა დომინიქმა.

ცნობილი ფაქტია, რომ ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურისა და პროდიუსერის დისკოგრაფიაში მოცემული არაერთი კომპოზიციის ტექსტის ავტორი დრე თავად არ გახლავთ. ეს ჰიპ ჰოპში მოღვაწე ადამიანთა ნაწილისთვის მიუღებელი და შემაწუხებელია, რადგანაც რეპ მუსიკის წარმოშობა პროტესტსა და საკუთარი სათქმელის გამოხატვას უკავშირდება.

მაგალითად, ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციის Still D.R.E. ტექსტი, რომელსაც დოქტორ დრე და სნუპ დოგი კითხულობენ, ნიუ იორკელი ემსის, ჯეი ზის დაწერილია.

Snoop Dogg: დოქტორ დრეს ჰიტის Still D.R.E. ტექსტი მთლიანად ჯეი ზის დაწერილია

კომენტარები

ბოლოს დამატებული