Thumbnail

მექსიკელი მუსიკოსები, ნატალია ლაფურკადე და პეპე აგილარი კომპოზიციას Cien Años და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. სინგლი ნატალიას მომავალ ალბომში Un Canto Por México Vol. II. შევა, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა. სიმღერის თავდაპირველი ვერსია 1940-50-იან წლებში მოღვაწე მექსიკელ არტისტს, პედრო ინფანტეს ეკუთვნის.

ნატალია ლაფურკადემ შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Natalia Lafourcade გაავრცელა. ორი გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული