Thumbnail

მოუსმინეთ: პოლ მაკკარტნი ალბომის McCartney III ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ თავისი ბოლო ალბომის McCartney III ალტერნატიული ვერსია McCartney III Imagined გამოაქვეყნა, რომელიც ორიგინალ ჩანაწერში შესული 11 კომპოზიციის ქავერ და რემიქს ვერსიებს აერთიანებს. მასში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: დეიმონ ალბარნი, ფიბი ბიჯერსი, Beck, St. Vincent და სხვები.

პოლ მაკკარტნი: ელვის პრესლის ამ სიმღერამ თავის ტკივილი გამიყუჩა

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება პოლმა 18-ჯერ მოახერხა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში კი ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული