Thumbnail

პერის ჯექსონი: მამაჩემი ყოველთვის მოახდენს გავლენას იმაზე, რასაც გავაკეთებ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა გამოცემა The Evening Standard-თან ინტერვიუში თავისი ახალი ინდი-ფოლკ ალბომის შესახებ ისაუბრა. გოგონას თქმით, ნამუშევრის შექმნისას მასზე შთაგონება ისეთმა არტისტებმა მოახდინეს , როგორებიც არიან: ტომ იორკი და როკ ჯგუფი Grandaddy. პერისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მამის შემოქმედება მასზე გარკვეულწილად მუდმივად ახდენს გავლენას.

მაიკლ ჯექსონის შვილი იხსენებს, რას ასწავლიდა მამამისი

პერის ჯექსონი: ყოველთვის მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ

"მგონია, რომ, რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერში გარკვეულწილად მექნება მამას გავლენა, ეს მოხდება, როგორც გაუაზრებლად, ისე წინასწარ განზრახვით. როდესაც მაიკლი ახალ ნამუშევრებს ქმნიდა, ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, ამიტომაც, მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე", - ამბობს პერისი.

ჯექსონს პერისი და მისი ძმა, პრინსი დები როუისთან ქორწინებიდან შეეძინა. მაიკლი ცოლს 1999 წელს გაშორდა. 2002 წელს მას კიდევ ერთი ვაჟი, პრინს მაიკლ II ანონიმურმა სუროგატმა დედამ გაუჩინა.

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2020 წლის 13 ნოემბერს პერისმა სადებიუტო ალბომი Wilted გამოუშვა. გოგონა გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული