Thumbnail

მოუსმინეთ: კაროლინ პოლაჩეკი A. G. Cook-ის ტრეკის Oh Yeah რემიქსს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი ელექტროპოპ მუსიკოსი, კაროლინ პოლაჩეკი ლონდონელი პროდიუსერის, ეიჯი ქუქის კომპოზიციის Oh Yeah რემიქსს ავრცელებს. სინგლის ორიგინალი ვერსია ბრიტანელი არტისტის ბოლო ალბომში Apple შედის, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

კაროლინ პოლაჩეკი რიუიჩი საკამოტოს ნაწარმოების Some Small Hope ქავერ ვერსიას ავრცელებს

ნახეთ: Caroline Polachek - So Cold You're Hurting My Feelings

კაროლინ პოლაჩეკმა შემოქმედებითი კარიერა 2005 წელს, ინდი პოპ ჯგუფში Chairlift დაიწყო. მუსიკოსმა ბენდთან ერთად სამი ალბომი გაავრცელა. პარალელურად კი სოლო პროექტების Ramona Lisa და CEP ფარგლებში ორი სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. 2017 წელს, კოლექტივის დაშლის შემდეგ, კაროლინმა ნამუშევრები საკუთარი სახელით გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული