Thumbnail

მოუსმინეთ: The Offspring ახალ ალბომს Let the Bad Times Roll ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა The Offspring ახალი, რიგით მეათე ალბომი Let the Bad Times Roll გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც კოლექტივმა 9-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გამოსცა, 12 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევრის პროდიუსერი კანადელი მუსიკოსი, ბობ როკი გახლავთ, რომელსაც ბენდთან ამ დრომდეც არაერთხელ უთანამშრომლია.

The Offspring-მა საშობაო კომპოზიცია Christmas (Baby Please Come Home) დააქავერა

The Offspring კალიფორნიაში 1984 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს თავდაპირველად Manic Subsidal ერქვა. წლების განმავლობაში ბენდის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. უცვლელი წევრი მხოლოდ ვოკალისტი, დექსტერ ჰოლანდი გახლავთ. კოლექტივს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბოლო ალბომი Let the Bad Times Roll ჯგუფმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული