Thumbnail

ბრიტანულმა გლემ როკ ჯგუფმა The Struts და ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა ახალი კომპოზიცია Low Key in Love გაავრცელეს. ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც კოლექტივმა 2020 წლის ალბომის Strange Days გამოშვების შემდეგ გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: The Struts - Strange Days Ft. Robbie Williams

პერის ჯექსონი: მამაჩემის ყოველთვის მოახდენს გავლენას იმაზე, რასაც გავაკეთებ

The Struts ქალაქ დერბიში 2012 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ როკ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Everybody Wants გაავრცელა. კოლექტივს ჯამში სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული.

პერის ჯექსონმა კი 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2020 წლის 13 ნოემბერს პერისმა სადებიუტო ალბომი Wilted გამოუშვა. გოგონა გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული