Thumbnail

მოუსმინეთ: გარი მურის გამოუცემელი კომპოზიცია I’m Tore Down

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გარდაცვლილი ჩრდილოირლანდიელი მუსიკოსის, გარი მურის გამოუცემელი კომპოზიცია I’m Tore Down გავრცელდა. სინგლი არტისტის გამოუქვეყნებელი ტრეკებისგან შემდგარ ალბომში How Blue Can You Get იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა.

გარი მურმა შემოქმედებითი კარიერა 1968 წელს დაიწყო. ლეგენდარული გიტარისტი კარიერის საწყის წლებში ჯგუფებში: Skid Row და Thin Lizzy მოღვაწეობდა. 1978 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი Back on the Streets გაავრცელა. 17 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2011 წლის 6 თებერვალს, მური 58 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული