Thumbnail

ბილი აილიში: მალე სიახლეებს შემოგთავაზებთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ ახლო მომავალში მათ სიახლეებს შესთავაზებს. ბილის არ დაუკონკრეტებია, იქნება ეს ახალი მუსიკა, ალბომი, კლიპი თუ რაიმე სხვა პროექტი.

როგორ ამუშავებდა ბილი აილიში ხმას კონცერტების წინ

ბილი აილიში: ამ კლიპის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, არტისტი გავმხდარიყავი

ბილი აილიში: ორი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავდი

"მალე სიახლეები იქნება", - წერს აილიში პოსტის აღწერაში.

სურათის კომენტარებში თაყვანისმცემლების ნაწილი ვარაუდობს, რომ კადრი ბილიმ მეორე სტუდიური ნამუშევრის ყდისა და მისი სარეკლამო ფოტოსესიისთვის გადაიღო. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ერთადერთი ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? აილიშმა 2019 წელს გაავრცელა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული