Thumbnail

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Weezer ახალ კომპოზიციას I Need Some Of That ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Van Weezer იქნება წარმოდგენილი, რომელიც 7 მაისს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერი 10 სიმღერას გააერთიანებს.

ნახეთ: Weezer კომპოზიციაზე Grapes of Wrath გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 14 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული