Thumbnail

ნახეთ: Deftones კომპოზიციის Ceremony კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ალტერნატიული მეტალ ბენდი Deftones კომპოზიციაზე Ceremony გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლის ავტორი საშინელებათა ფილმის The Invisible Man რეჟისორი, ლი უონელი გახლავთ. ვიზუალურ ნამუშევარში მთავარ როლს ავსტრალიელი მსახიობი, კლეოპატრა კოულმენი ასრულებს. სინგლი კოლექტივის ბოლო, რიგით მეცხე ალბომში Ohms შედის, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გავრცელდა.

ნახეთ: მაიკ შინოდამ Deftones-ის კომპოზიციის Passenger რემიქსი გაავრცელა

მოუსმინეთ: Deftones ალბომს Ohms ავრცელებს

Deftones საკრამენტოში 1988 წელს შეიქმნა. შვიდი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Adrenaline გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 9 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული