Thumbnail

ნახეთ: ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სახლის კადრები სიმღერის Isolation ახალ კლიპში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის წარმომადგენლები არტისტის სიმღერაზე Isolation. შექმნილ ახალ კლიპს ავრცელებენ. კადრები 1971 წლის 16 ივლისს ინგლისში, ბერკშირის საგრაფოში, ტიტენჰერსტის პარკში მდებარე საცხოვრებელში ნიკ ნოულენდის მიერ არის გადაღებული. ვიდეოში, რომლის რეჟისორებიც თავად ჯონი და იოკო არიან, მათი მთლიანი სახლი, მათ შორის საძინებელი ოთახია აღბეჭდილი. კლიპში ასევე ვხედავთ ხელოვნების ნიმუშებს, წიგნებს, ინსტრუმენტებს და სხვა დეტალებს. ვიდეორგოლის ბოლოს უზარმაზარი ვერანდაც ჩანს, რომელიც გამწვანებულ ეზოს გადაჰყურებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სახლში და ეზოშია გადაღებული ლენონის ჰიტისთვის Imagine ვიზუალური მასალა.

ნახეთ: ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე უცნობი ვიდეოები

უნდოდა თუ არა იოკო ონოს, რომ ჯონ ლენონი The Beatles-დან წამოსულიყო

ზემოაღნიშნული კომპოზიცია ლენონის სადებიუტო სოლო ალბომის John Lennon/Plastic Ono Band ბოქს-სეტის ხელახალ გამოცემაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 159 ტრეკს, მათ შორის 87 აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევარს და განახლებულ სიმღერებს გააერთიანებს. პროექტს, რომელიც ჯონის სოლო დებიუტიდან 50 წლისთავის აღსანიშნავად მომზადდა, ზედამხედველობას თავად იოკო უწევდა.

ნახეთ: ჯონ ლენონი და იოკო ონო 1969 წელს რეპეტიციაზე

ჯონ ლენონმა სოლო კარიერა 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ჯონმა პირველი სოლო ალბომი John Lennon/Plastic Ono Band 1970 წლის 11 დეკემბერს გამოუშვა, ამავე დღეს იოკომაც გაავრცელა მსგავსი სახელწოდების სადებიუტო ნამუშევარი Yoko Ono/Plastic Ono Band. მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, იოკომ პროექტში მოღვაწეობა საერთო შვილთან, შონთან ერთად განაგრძო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული