Thumbnail

One Direction-ის ლიამ პეინი: ზეინი ჯგუფიდან ისე წავიდა, არც კი დაგვემშვიდობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, One Direction-ის წევრმა, ლიამ პეინმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში ზეინ მალიკის მიერ ბენდის დატოვების ისტორია გაიხსენა. მუსიკოსმა წყენა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მალიკი კოლექტივიდან ისე წავიდა, კოლექტივის წევრებს არც კი დაემშვიდობა.

ლიამ პეინმა გაამხილა, ვინ ურჩია სოლო კარიერის დაწყება

ზეინ მალიკმა დაასახელა One Direction-ის წევრი, რომელიც მასზე უკეთეს მუსიკას ქმნის

"არ მინდოდა, ზეინს ეფიქრა, რომ იმ სირთულეების წინაშე, რაც მისმა ჯგუფიდან წასვლამ გამოიწვია, მარტო იდგა. პირიქით, ზუსტად ბენდის წევრები ვართ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე კარგად გვესმოდა ამ საქციელის. თუმცა, კოლექტივის დატოვების გზა ჩვენთვის მაინც მიუღებელია. მალიკმა ისე დაგვტოვა, რომ არც კი დაგვემშვიდობა. ძალიან უსიამოვნო და უცნაური მომენტი იყო. ყველაფრის მიუხედავად, ვიმედოვნებ, მას გარშემო კარგი ხალხი ჰყავს. მე მათ რიგებში აღარ ვარ. აქვე დავსძენ, რომ ზეინის სოლო შემოქმედებას ვაფასებ, ნამდვილი ტალანტია", - ამბობს ლიამ პეინი.

ზეინ მალიკმა ჯგუფი 2015 წელს დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში კი ბენდმა განუსაზღვრელი დროით შემოქმედებითი პაუზა აიღო. კოლექტივის დანარჩენემა წევრებმაც სოლო კარიერას მიჰყეს ხელი.

One Direction 2010 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა. მსმენელმა ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი და ლუის ტომლინსონი ბრიტანულ სატელევიზიო შოუში The X Factor მონაწილეობით გაიცნო. მუსიკოსების ხუთი ალბომი Up All Night, Take Me Home, Midnight Memories, Four და Made in the A.M სხვადასხვა დროს მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. არტისტებს ჯამში 200 ჯილდო აქვთ მიღებული. ისინი ისეთი ღონისძიებების გამარჯვებულები არიან, როგორებიცაა: Brit Awards, MTV Video Music Awards, Billboard Music Awards, American Music Awards და სხვა. შემსრულებლებს მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული