Thumbnail

ნახეთ: ცნობილი როკ მუსიკოსები ფილმის Rockfield: The Studio on the Farm თრეილერში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

უელსის სოფელ როკფილდში მდებარე ხმის ჩამწერი სტუდიის Rockfield Studios შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Rockfield: The Studio on the Farm თრეილერი გამოქვეყნდა. სურათში იხილავთ ინტერვიუებს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ოზი ოსბორნი, რობერტ პლანტი, ლიამ გალაჰერი, კრის მარტინი და სხვები. 92-წუთიანი ნამუშევარი ოფიციალურად 14 მაისს გავრცელდება.

ფილმში ასევე იხილავთ სტუდიაში გადაღებულ აქამდე გამოუქვეყნებელ საარქივო მასალას. 58-წლიანი ისტორიის განმავლობაში Rockfield Studios-ში ისეთ ცნობილ არტისტებს აქვთ ჩაწერილი კომპოზიციები, როგორებიც არიან: Queen, Black Sabbath, Oasis, Coldplay, რობერტ პლანტი, ჯორჯ მაიკლი და სხვები. სურათის რეჟისორი ჰანა ბერიმენი გახლავთ.

Rockfield Studios ძმებმა, კინგსლი და ჩარლზ უორდებმა 1963 წელს დააარსეს. მათ ხმის ჩამწერ სტუდიად ფერმა გადააკეთეს, რომელიც უორდების ოჯახმა 1950-იან წლებში შეიძინა. ადგილზე ორი სტუდიაა The Coach House და The Quadrangle.

კომენტარები

ბოლოს დამატებული