Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Yachty მიქსტეიპს Michigan Boy Boat აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაილს პარკს მაქკალუმმა, ფსევდონიმით Lil Yachty, ახალი მიქსტეიპი Michigan Boy Boat გამოაქვეყნა, რომელიც 14 კომპოზიციას მოიცავს. სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში იარიმ ითანამშრომლა კოლეგებთან: Swae Lee, Tee Grizzley, Saba Baby და სხვა.

ნახეთ: Lil Yachty – CORTEX

ნახეთ: Lil Yachty და Kodak Black კლიპს Hit Bout It ავრცელებენ

ნახეთ: Lil Yachty და Vince Staples კლიპში In My Stussy's

მიქსტეიპთან ერთად სამხრეთელმა მუსიკოსმა ნამუშევრის სინგლზე Stunt Double გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა.

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული