Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონ გრანტმა ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Rhetorical Figure გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეხუთე სოლო ალბომში Boy from Michigan შევა, რომელიც 25 ივნისს გამოიცემა.

ჯონ გრანტმა შემოქმედებითი კარიერა 1994 წელს ჯგუფში The Czars დაიწყო. კოლექტივი ექვსი ალბომის გამოცემის შემდეგ, 2006 წელს დაიშალა. 2010-ში კი გრანტმა სოლო კარიერა მიჰყო ხელი. მას ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული