Thumbnail

ნახეთ: ოსკარის მუსიკალურ ნომინაციებში გამარჯვებულები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კინოაკადემიამ გამარჯვებულები მუსიკალურ კატეგორიებშიც გამოავლინა. საუკეთესო მუსიკალური თემის ნომინაციაში ჯილდოს მფლობელები პოპულარული ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრები, ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი და მესაყვირე, ტერენს ბლანშარი გახდნენ, რომლებმაც ნამუშევარი ანიმაციური ფილმისთვის Soul შექმნეს. აღსანიშნავია, რომ რეზნორი და როსი აგრეთვე კინოსურათ Mank-ისთვის იყვნენ წარდგენილი.

საუკეთესო მუსიკალური თემის ნომინანტები იყვნენ:

Trent Reznor, Atticus Ross And Jon Batiste – Soul
Trent Reznor And Atticus Ross – Mank
James Newton Howard – News of the World
Terence Blanchard - Da 5 Bloods
Emile Mosseri - Minar

საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში კი გამარჯვებული ამერიკელი მუსიკოსი, გაბრიელა უილსონი, ფსევდონიმით H.E.R. გახდა, კომპოზიციისთვის Fight for You. ნამუშევარი ფილმ Judas and the Black Messiah-ს საუნდტრეკი გახლავთ.

ნახეთ: H.E.R. კინოაკადემიის სცენაზე კომპოზიციას Fight For You ასრულებს

საუკეთესო ორგინალური სიმღერის ნომინანტები კი გახლდნენ:

"Io sì (Seen)" - Niccolò Agliardi, Laura Pausini & Diane Warren – The Life Ahead
"Fight for You" - D'Mile, H.E.R., & Tiara Thomas - Judas and the Black Messiah
"Hear My Voice" - Celeste & Daniel Pemberton - The Trial of the Chicago 7
""Speak Now" - Sam Ashworth & Leslie Odom Jr. - One Night in Miami
"Husavik (My Hometown)" – Savan Kotecha, Fat Max Gsus and Rickard Göransson - Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga

კომენტარები

ბოლოს დამატებული