Thumbnail

ნახეთ: რიანა ჰიტს Diamonds ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ონლაინ კონცერტების სერიის Qello Concerts World Tour ფარგლებში ბარბადოსელი მომღერლის, რიანას პერფორმანსი გავრცელდა ფესტივალიდან Made In America, რომელშიც მან 2016 წლის ტურნეს Anti მიმდინარეობისას მიიღო მონაწილეობა. ვიდეოში რირი თავის მეშვიდე სტუდიურ ალბომში Unapologetic შესულ ჰიტს Diamonds ასრულებს.

რიანას ჰიტი Diamonds თავდაპირველად ემინემმა ჩაწერა

ნახეთ: ახალ ვიდეოში რიანა საუბრობს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული