Thumbnail

პუერტორიკოელი მომღერალი iLe ახალ კომპოზიციას No Es Importante და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი, ცეზარ ბერიოში გახლავთ.

ილეანა ჟოგლარმა, ფსევდონიმით iLe, შემოქმედებითი კარიერა უფროს ძმებთან ერთად ჯგუფში Calle 13 დაიწყო. 2016 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი iLevitable გამოუშვა, რომელმაც გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ლათინური როკ ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული