Thumbnail

The Rolling Stones-ის რონი ვუდმა გაამხილა, რომ სიმსივნით ორჯერ დაავადდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Rolling Stones-ის წევრმა, რონი ვუდმა გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ სიმსივნით უკვე ორჯერ დაავადდა. პირველად 2017 წელს, მეორედ კი 2020 წელს, კარანტინის პერიოდში.

► კაცი თბილისიდან - Тhe Rolling Stones-ის თითქმის მენეჯერის ისტორია

"პირველად 2017-ში, როდესაც ფილტვის კიბო დამიდასტურდა და მეორედ შარშან - აგრესიული ხასიათის ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნე დამიდგინეს, რომელსაც კარანტინის პერიოდში ვებრძოდი. ახლაც არაერთი პრობლემა მაქვს, თუმცა, გამოჯანმრთელების პროცესში ამ ყველაფრის გავლა გიწევს. როცა არაფრის შეცვლა შეგიძლია, ამბობ: - რაც იქნება, იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია, გავაკეთო არის ის, რომ დავრჩე პოზიტიურად, ვიყო მხნედ და ვიბრძოლო", - ამბობს მუსიკოსი.

2017 წელს დასმულ დიაგნოზს მუსიკოსი თამბაქოს ხშირ მოხმარებას უკავშირებდა. მისი თქმით, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დღეში 25-დან 30-მდე სიგარეტის ღერს ეწეოდა.

რონი ვუდმა კარიერა 1964 წელს დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მან ჯგუფ The Rolling Stones-ში მოღვაწეობით მოიპოვა. სხვადასხვა დროს მუსიკოსი არაერთი ბენდის წევრი გახლდათ, მათ შორისაა: Faces, The Birds, The Jeff Beck Group, The Creation და სხვები. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. რონი ვუდს შვიდი სოლო ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული