Thumbnail

აპრილი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2021 წლის აპრილში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. 4D Monster Lobsters - ერთობა და გართობა

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი კომპოზიცია "ერთობა და გართობა" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს რიგით მეორე სინგლია, რომელიც კოლექტივმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

9. Modeselektor - Mean Friend

პოპულარულმა გერმანულმა ელექტრონულმა დუეტმა Modeselektor ახალი კომპოზიცია Mean Friend გამოუშვა. ტრეკი მუსიკოსების ბოლო, ამავე სახელწოდების EP-შია წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 23 აპრილს ჩაეშვა.

8. Luna997 - Rally Flowers

ქართული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანების KayaKata წევრმა, მაქსიმე მაჩაიძემ, ფსევდონიმით Luna997, ახალი კომპოზიცია Rally Flowers გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი კოლექტივის კიდევ ერთი წარმომადგენელი, საბანაძე გახლავთ.

7. Redman - 80 Barz

ვეტერანმა ნიუ ჯერსელმა ემსიმ, რეჯინალდ ნოუბლმა, ფსევდონიმით Redman, ახალი კომპოზიცია 80 Barz და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის მომავალ ალბომში Muddy Waters 2 იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა.

6. Bruno Pernadas - Brio 81

პორტუგალიელმა მუსიკოსმა, ბრუნო პერნადასმა ახალი კომპოზიცია Brio 81 გაავრცელა. ტრეკი მის ბოლო, რიგით მეოთხე ალბომში Private Reasons შევიდა, რომელიც გაყიდვაში 23 აპრილს ჩაეშვა. ჩანაწერის პროდიუსერი და არანჟირების ავტორი თავად ბრუნო გახლავთ.

5. The Chemical Brothers - The Darkness That You Fear

ცნობილმა ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა The Chemical Brothers ახალი კომპოზიცია The Darkness That You Fear და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსებმა 2019 წელს გამოცემული, გრემის მფლობელი ალბომის No Geography შემდეგ გამოაქვეყნეს.

4. Killages - Berlin Calling

ქართულმა ჯგუფმა Killages ახალი კომპოზიცია Berlin Calling გამოუშვა. ტრეკის პროდიუსერი ბენდის ერთ-ერთი წევრი, ანრი ყაველაშვილი, იგივე Anri Hudson გახლავთ.

3. Iglooghost - Zones U Can't See

ექსპერიმენტულ მუსიკაში მოღვაწე ბრიტანელმა არტისტმა, შეიმუს როულზ მალიამ, სასცენო სახელით Iglooghost, ახალი კომპოზიცია Zones U Can't See გამოსცა. ტრეკი მის ბოლო, რიგით მეოთხე ალბომში Lei Line Eon შევიდა, რომელიც გაყიდვაში 2 აპრილს ჩაეშვა.

2. Melqo - ამაღამ

დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი კომპოზიცია "ამაღამ" და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ნამუშევრის პროდიუსერი თავად არტისტი გახლავთ.

1. Westside Gunn - Julia Lang

ბუფალოელმა ემსიმ, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, ახალი სინგლი Julia Lang და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი  Camoflauge Monk გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული