Thumbnail

როგორ დაეხმარა BTS-ის ჯეი-ჰოუპი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამხრეთ კორეაში 5 მაისს ბავშვთა დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით პოპულარული ბოიბენდის, BTS-ის წევრმა, ჯეი-ჰოუპმა საქველმოქმედო ორგანიზაციაში ChildFund Korea ასი მილიონი ვონი გადარიცხა, რაც 88 000 დოლარზე მეტია. თანხა აღმოსავლეთ აფრიკაში, კერძოდ ტანზანიაში ახლად დაარსებულ ცენტრს One Stop Center გადაეცემა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის იურიდიული და სამედიცინო დახმარების გასაწევად შეიქმნა.

BTS-ის ჯეი-ჰოუპი განმარტავს, რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის თაყვანისმცემლებში

"ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ჯეი-ჰოუპმა ტანზანიაში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად 100 მილიონი ვონი გადარიცხა. მას იმედი აქვს, რომ ეს დონაცია აფრიკელი ახალგაზრდებისთვის სარგებლის მომტანი იქნება", - აცხადებენ ChildFund Korea-ში.

მუსიკოსმა წელს ამ ორგანიზაციაში უკვე მეორედ გადარიცხა თანხა. თებერვალში, საკუთარ დაბადების დღეზე, მან 135 600 აშშ დოლარი გაიღო მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ ChildFund Korea-ს აქტიური მხარდაჭერის გამო ის ორგანიზაციის უმსხვილეს შემომწირველთა ფონდის Green Noble Club for Children წევრია.

რაში დახარჯა BTS-ის ჯეი-ჰოუპმა $136 000 საკუთარ დაბადების დღეზე

ჯეი-ჰოუპმა პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. ჯგუფში მოღვაწეობის გარდა, ჯეი ჰოუპი სოლო პროექტებსაც ავრცელებს. 2018 წელს მან მიქსტეიპი Hope World გამოუშვა, 2019 წელს კი ამერიკელ მუსიკოს Becky G-სთან ერთად DJ Webstar-ისა და რეპერ Bianca Bonnie-ს 2006 წლის ჰიტის Chicken Noodle Soup განახლებულ ვერსიაზე იმუშავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული