Thumbnail

ნახეთ: ხოსე გონსალესმა კომპოზიციის Visions კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

არგენტინელ-შვედმა მუსიკოსმა, ხოსე გონსალესმა კომპოზიციაზე Visions შექმნილი კლიპი გაავრცელა. სიმღერა მის მომავალ ალბომში Local Valley იქნება წარმოდგენილი, რომელიც 17 სექტემბერს გამოიცემა. არტისტმა ჩანაწერის მხარდამჭერი ამერიკული ტურნეც დააანონსა, რომელსაც ის სექტემბერ-ოქტომბერში ამერიკელ-კანადელ შემსრულებელთან, რუფუს უეინრაითთან ერთად გამართავს.

ნახეთ: José González - El Invento

ხოსე გაბრიელ გონსალესმა მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. სოლო კარიერის პარალელურად, ის შვედური ფოლკ ჯგუფის Junip წევრი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული