Thumbnail

არიანა გრანდე: საკუთარ მენტალურ პრობლემაზე ღიად საუბარი არ უნდა მოგერიდოთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მაისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით პოპვარსკვლავმა არიანა გრანდემ ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებსაც მენტალური პრობლემები აწუხებთ. არტისტმა მათ მოუწოდა, ამ საკითხებზე ღიად და ხმამაღლა ისაუბრონ.

ნახეთ: The Weeknd-მა და არიანა გრანდემ ჰიტის Save Your Tears რემიქსი გაავრცელეს

არიანა გრანდეს კიდევ ერთი სიმღერა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

"აღარ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში არასწორი და დისკრიმინაციული შეხედულებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მენტალური პრობლემები აქვთ, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, რომ მათ დახმარების თხოვნა შეეძლოთ. ფსიქიკური პრობლემების დესტიგმატიზაციისკენ გზა ამ თემებზე ღიად საუბარზე გადის. გამოჯანმრთელების პროცესი არ არის მარტივი, სახალისო და ხანმოკლე, თუმცა, ჩვენ აქ ვართ და შეგვიძლია, რომ ეს პერიოდი თქვენთვის იმდენად ლამაზი და მშვიდი გავხადოთ, რამდენადაც შესაძლებელია. რთულია, მაგრამ ნამდვილად ღირს. მიყვარხართ და მხნეობას გისურვებთ", - წერს არიანა ინსტაგრამზე.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ორი გრემის მფლობელი შემსრულებლის ექვსივე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთი პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. ამასთან, მრავალი ჰიტის მქონე არიანას მუსიკალურ ჩარტებში არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული