Thumbnail

ნახეთ: გიორგი ერგემლიძემ Depeche Mode-ის ჰიტი Enjoy The Silence დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსმა გიორგი ერგემლიძემ ვიდეორგოლთან ერთად ლეგენდარული ჯგუფის Depeche Mode კომპოზიციის Enjoy The Silence ქავერ ვერსია გაავრცელა. ჩანაწერის თანაპროდიუსერი გიორგი ოქრიაშვილი გახლავთ. კლიპში ერგემლიძემ 1927 წელს ავსტრიელი რეჟისორის, ფრიც ლანგის მიერ გადაღებული ფილმის Metropolis კადრები გამოიყენა.

მოუსმინეთ: გიორგი ერგემლიძე - Celestial Mind

Enjoy The Silence საკულტო ბრიტანული ბენდის Depeche Mode რიგით მეშვიდე ალბომში Violator შედის, რომელიც 1990 წელს გამოიცა. მომდევნო წელს კომპოზიციამ Brit Awards-ზე საუკეთესო ბრიტანული სინგლის კატეგორიაში გაიმარჯვა.

გიორგი ერგემლიძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც პირველი სიმღერა "გემი მიდის" დაწერა. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფებში Mutual Friends და Qordo უკრავდა, რომლებთან ერთადაც ალბომები So Many People და Marsidan ჩაწერა. ის ასევე ბენდში ZurGi მოღვაწეობდა. 2012 წელს გიორგიმ სოლო ჩანაწერი Eclectic გაავრცელა. მას შემდეგ არტისტმა არაერთი EP და ალბომი გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული