Thumbnail

Bebe Rexha: გოგონებთან პაემანი მქონია, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც არიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ბიბი რექსამ ჟურნალ Gay Times-თან ინტერვიუში საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ერთ კონკრეტულ კატეგორიაში ვერ მოაქცევს.

"გოგონებთან მქონია თუ არა პაემანი? დიახ. მათ შორის ცნობილი ადამიანებიც არიან, თუმცა, ვინაობას არ გავამხელ, როგორც არ უნდა აინტერესებდეს ეს ხალხს. მყვარებია თუ არა ქალი? დიახ, მაგრამ ახლა ბიჭთან მაქვს ურთიერთობა. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ გოგოსთან ყოფნა ზედმეტად ემოციურია. პირადად მე ვერ ვუმკლავდები მთელ ამ ენერგიას.

ჩემს სექსუალურ იდენტობას რომელიმე კატეგორიაში ვერ მოვაქცევ, რადგან ჩარჩოები არ მომწონს, რასაც ჩემს მუსიკაშიც გამოვხატავ. ამ თემაზე ღიად იმიტომ ვსაუბრობ, რომ წლების განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ქვიარი თაყვანისმცემლებისგან. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ ფანს უთქვამს ჩემთვის, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარი სექსუალური იდენტობა მშობლებს გაუმხილეს, სახლიდან გამოაგდეს, მათ კი მთელი თავიანთი დანაზოგი ჩემს ტურნეზე დასასწრებად დახარჯეს. არ მქონდა გააზრებული, ჩემს მუსიკას ასეთი გავლენა თუ ჰქონდა - თურმე ის ხალხს ძალას აძლევს", - ამბობს ბიბი რექსა.

Bebe Rexha-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Expectations გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტის ოცეულში მოხვდა. 2019 წელს გამართულ გრემის დაჯილდოებაზე ის საუკეთესო ახალბედა არტისტისა და დუეტის/ჯგუფის მიერ ქანთრის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიებში იყო წარდგენილი. ბიბის განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: No Broken Hearts, I'm a Mess, I Got You და Meant to Be მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული