Thumbnail

ბილი აილიში ეხმაურება ბრალდებას, რომ იმიჯის შეცვლით ღირებულებებს უღალატა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახლახან ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიისთვის იმიჯი შეიცვალა და, მისთვის დამახასიათებელი დიდი ზომის ტანსაცმლის ნაცვლად, სხეულზე მომდგარი სამოსი მოიხდინა. სურათებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გოგონას მისამართით კრიტიკული შეფასებები არ დაიშურეს. ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail სწორედ ამ კომენტარებს მოუყარა თავი სტატიაში, რომლის სათაურიც ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის ციტატით იწყება:

ბილი აილიშმა გაამხილა, რომ მოზარდობისას მასზე იძალადეს

ბილი აილიში: სხეულის გამოჩენის გამო პატივისცემას არ უნდა ვკარგავდეთ

"იმის დასტური, რომ ფულის გამო შეიძლება, შეიცვალო ღირებულებები და გაიყიდო", - ფანები განცვიფრდნენ, როდესაც ბილი აილიშმა ჟურნალისთვის Vogue თავისი ფართო სამოსი ქალის თეთრეულით ჩაანაცვლა, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში "საკუთარი სხეულის დამალვის" პირობა ჰქონდა დადებული.

ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ემილი კლარკსონმა სათაური საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, ის მონაკვეთები, რომლებსაც არ ეთანხმებოდა, გადახაზა და სხვა სიტყვებით შეცვალა:

"იმის დასტური, რომ ფულის გამო შეიძლება, შეიცვალო ღირებულებები და გაიყიდო". ქალებმა შესაძლოა, აზრი შეიცვალონ და თავიანთ სხეულს ისე მოექცნენ, როგორც თავად მოისურვებენ. ფანები განცვიფრდნენ, როდესაც ბილი აილიშმა ჟურნალისთვის Vogue თავისი ფართო სამოსი ქალის თეთრეულით ჩაანაცვლა, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში "საკუთარი სხეულის დამალვის" პირობა ჰქონდა დადებული. ბავშვი იყო", - დაწერა მან.

პოსტი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ბილი აილიშის ყურადღებაც მიიპყრო. 19 წლის არტისტმა სათაურის შეცვლილი ვერსია ინსტაგრამის სთორიში გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ მისი ავტორის პოზიციას იზიარებდა.

აღსანიშნავია, რომ ბილიმ Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუშივე ისაუბრა, როგორ მოქმედებს სამოსი ქალების შესახებ სტერეოტიპული შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.

"უცებ მეძავი, ბო*ი და ადვილად მისაწვდომი ხდები, რადგან კანის გამოჩენის სურვილი გაგიჩნდა. თუ ასეთი ვარ, მაშინ ვამაყობ. გოგონებმა ეს ისე უნდა შემოვატრიალოთ, რომ ჩვენს უპირატესობად ვაქციოთ. საკუთარი სხეულის და კანის ჩვენება-არჩვენებით სხვის პატივისცემას არ უნდა ვკარგავდეთ. პატარაობაში ჩემი დეპრესიის ძირითადი მიზეზი სწორედ სხეული იყო... ახლა ვფიქრობ, რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მინდა. მთავარია, შენ რა გაგრძნობინებს თავს კარგად. თუ ეს პლასტიკური ოპერაციაა, მაშინ გაიკეთე; თუ ისეთი კაბის ჩაცმა გინდა, რომლისთვისაც, ვინმეს აზრით, ზედმეტად დიდი ზომის ხარ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუ შენ ფიქრობ, რომ კარგად გამოიყურები, ესე იგი ასეცაა", - ამბობს აილიში.

ნახეთ: ბილი აილიში ცნობილი ადამიანების შეკითხვებს პასუხობს

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული