Thumbnail

ნახეთ: რა ეცვათ მუსიკოსებს Brit Awards-ის წითელ ხალიჩაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლონდონში, The O2 არენაზე ბრიტანული მუსიკის დაჯილდოების Brit Awards ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. ეს ქვეყანაში კოვიდრეგულაციების დაწესებიდან ერთი წლის თავზე, ცოცხალი აუდიტორიის წინაშე, დახურულ სივრცეში ჩატარებული პირველი ფართომასშტაბიანი მუსიკალური ღონისძიება გახლდათ. საღამოს წითელ ხალიჩაზე, ბრიტანელ არტისტებთან ერთად, ლონდონში ჩასულმა უცხოელმა შემსრულებლებმაც მოიყარეს თავი.

ნახეთ: 2021 წლის Brit Awards-ის გამარჯვებულები

2021 წლის Brit Awards-ის პერფორმანსები

გთავაზობთ ცერემონიაზე მისული მუსიკოსების გამორჩეულ ჩაცმულობებს:

Harry Styles

პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჰარი სტაილზმა Gucci-ს 2021 წლის საშემოდგომო კოლექციიდან რეტრო სტილის კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი.

Taylor Swift

ამერიკელ პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტს ბრიტანეთში ჩასაფრენად განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა - ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც სპეციალური ჯილდო Global Icon დაიმსახურა ისეთი მუსიკოსების შემდეგ, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, დევიდ ბოუი და რობი უილიამსი. ტეილორმა ამ დღისთვის Miu Miu-ს ვერცხლისფერი ტოპი და ქვედაბოლო მოირგო.  

Dua Lipa

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა Vivienne Westwood-ის კაბაში იწონებდა თავს.

Olivia Rodrigo

18 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, ოლივია როდრიგომ წითელ ხალიჩაზე Dior-ის კაბით გაიარა.

Little Mix

თეთრი ფერის სამოსზე შეაჩერა არჩევანი ბრიტანული ჯგუფის Little Mix სამივე წევრმა.

Rina Sawayama

იაპონური წარმოშობის ბრიტანელი პოპ მუსიკოსი, რინა სავაიამა კამერების წინაშე Balmain-ის იასამნისფერი კაბით გამოჩნდა.

Adam Lambert

Dolce & Gabbana-ს კოსტიუმში გამოწყობილი ესტუმრა დაჯილდოებას ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი ადამ ლამბერტი, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის საკონცერტო ვოკალისტია.

Lianne La Havas

Schiaparelli-ს კაბა ეცვა ბრიტანელ ინდი ფოლკ შემსრულებელს, ლიან ლა ჰავასს.

Billy Porter

ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, ბილი პორტერმა Three as Four-ის სამოსი მოირგო.

Boy George

წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ ბრიტანელი მუსიკოსი, ბოი ჯორჯი.

Haim

წლის საერთაშორისო ჯგუფის ნომინაციაში გამარჯვებული ამერიკული კოლექტივის Haim წევრებმა The Row-ს სამოსზე შეაჩერეს არჩევანი.

Arlo Parks

წითელ ხალიჩაზე გაიარა ახალგაზრდა ლონდონელმა მუსიკოსმა, არლო პარკსმაც.

AJ Tracey

Dior-ის კოსტიუმი მოირგო ბრიტანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა AJ Tracey-მ.

MNEK

ბრიტანელი მუსიკოსი MNEK კამერებმა Robert Wun-ის სამოსსა და Samantha Siu-ს სამკაულებში აღბეჭდეს.  

Rag'n'Bone Man

დაჯილდოების სტუმრებს შორის იყო ინგლისელი მუსიკოსი Rag'n'Bone Man.
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული