Thumbnail

ამერიკელმა ქანთრი შემსრულებელმა, მარგო პრაისმა ახალი კომპოზიცია Long Live the King გაავრცელა. მუსიკოსს ეს სიმღერა კონცერტებზე წარსულშიც შეუსრულებია, თუმცა, მისი სტუდიური ვერსია მხოლოდ ახლა ჩაწერა. არტისტმა ნამუშევარი ელვის პრესლის, მარტინ ლუთერ კინგსა და ჯონ ლენონს მიუძღვნა.

ნახეთ: Margo Price – Letting Me Down Ft. Sturgill Simpson

ნახეთ: Margo Price - Twinkle Twinkle

მარგო პრაისმა შემოქმედებითი კარიერა როკ ჯგუფში Buffalo Clover დაიწყო. კოლექტივთან ერთად 3 ალბომის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს, არტისტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Midwest Farmer's Daughter გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული