Thumbnail

Lizzo: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არავინ მყავს, ვისაც ჩემს სევდას გავუზიარებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, მელისა ჯეფერსონმა ფსევდონიმით Lizzo პლატფორმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ თაყვანისმცემლებს ჰკითხა, ცუდ განწყობაზე ყოფნისას, მათაც უჩნდებათ თუ არა განცდა, რომ მარტოსულები არიან და მათი ბედი არავის ადარდებს.

Lizzo: მინდა, დაუმუშავებელი სელფი გაგიზიაროთ და გაჩვენოთ, როგორი ვარ

"სევდამორეულს გაგჩენიათ განცდა, რომ ყველას ტვირთად აწვებით, აღიზიანებთ და თქვენზე არავინ ზრუნავს? არ შეიძლება, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნისას ასეთი აზრები თავიდან ამოვიგდოთ? თითქოს მიზნად გაქვს, ისედაც დამწუხრებულმა, კიდევ უფრო დაიმძიმო მდგომარეობა იმაზე დარდით, რომ გვერდში არავინ გყავს, ვისაც შენს სევდას გაუზიარებ. სიგიჟეა. მაინც რატომ გვიჩნდება ასეთი ფიქრები ამ დროს? აღარ მინდა, ასე ვგრძნობდე თავს. მინდა, რომ მარტოსულობის შეგრძნება თავიდან ამოვიგდო და დავრწმუნდე, რომ გვერდით მყავს დამლაპარაკებელი - ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ. მინდა, ვიგრძნო, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს სიყვარული და მარტო არ ვარ", - ამბობს ატირებული ლიზო ვიდეოში.

მუსიკოსმა თაყვანისმცემლებისგან გამამხნევებელი გზავნილები მიიღო. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერდა:

"იმაზე მეტად შთააგონებ ხალხს და იმაზე მეტად ესმით შენი, ვიდრე ფიქრობ. წაიკითხე, რას გწერთ. გვიყვარხარ".

ამის შემდეგ 33 წლის არტისტმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ თავს უკეთ გრძნობდა.

"მართლა რთული ღამე და ძალიან ემოციური დილა მქონდა. უბრალოდ, ჩემს ცხოვრებასა და ურთიერთობებზე ვფიქრობდი. თქვენც გეცოდინებათ, როგორ ხდება ეს - თანდათან უფრო მძიმდები. ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში TikTok ძალიან დამეხმარა. თქვენ მაგრძნობინეთ, რომ გესმით, რასაც ვამბობ. უკვე აღარ ვტირი. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ და გახსოვდეთ, თუ ცხოვრებაში მძიმე პერიოდი გაქვთ, მარტო ნამდვილად არ ხართ", - მიმართა მან თაყვანისმცემლებს.

@lizzo

Reply to @dionreloaded AND IM TALKING TO MY THERAPIST TODAY ❤️ use ur tools. Love y’all

♬ original sound - lizzo

Lizzo: გაინტერესებთ, რას ვაკეთებ საკუთარი სხეულის შესაყვარებლად?

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული