Thumbnail
ფოტო: თორმეტი

მოუსმინეთ: ნატალია ბერიძე ახალ ალბომს Mapping Debris ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონული მუსიკოსი, ნატალია ბერიძე ახალ ალბომს Mapping Debris ავრცელებს. არტისტმა სტუდიური ჩანაწერი ბერლინურ ლეიბლზე Monika Enterprise გამოსცა. ნამუშევარი 10 კომპოზიციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ტრეკში პოპულარული შემსრულებელი, მაქსიმე მაჩაიძე მონაწილეობს.

ნატალია ბერიძე ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერია. 1990-იან წლებში იყო შემოქმედებითი გაერთიანება "გოსლაბის" წევრი. მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TBA 2003 წელს გერმანულ ლეიბლზე Max Ernst გამოიცა. სხვადასხვა დროს მუსიკოსს ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ნიკა მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი, თომას ბრინკმანი, იორგ ფოლერტი და რიუიჩი საკამოტო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული