Thumbnail

78 წლის პოლ მაკკარტნი საუბრობს, რატომ არ უჩივის მხედველობას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ინგლისელმა არტისტმა, პოლ მაკკარტნიმ ბრიტანელი მუსიკოსის, ჯესი უეირის პოდკასტში Table Manners with Jessie Ware სტუმრობისას, 1960-იან წლებში ინდოეთში ვიზიტი გაიხსენა, როდესაც იოგას ინსტრუქტორმა მას თვალის ვარჯიშები ასწავლა. მაკკარტნის თქმით, შესაძლოა, სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ 78 წლის ასაკში მხედველობას არ უჩივის და გაზეთის კითხვისას სათვალე არ სჭირდება.

მოუსმინეთ: პოლ მაკკარტნი ალბომის McCartney III ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

პოლ მაკკარტნი: ელვის პრესლის ამ სიმღერამ თავის ტკივილი გამიყუჩა

"იოგას ინსტრუქტორმა ამიხსნა, რომ თვალებს კუნთები აქვს ყურებისგან განსხვავებით, ამიტომაც, მათი ვარჯიში შემიძლია. მითხრა, მოვდუნებულიყავი, თავი ერთ ადგილას გამეჩერებინა და რაც შეიძლება, ზემოთ ამეხედა, შემდეგ შუაში, ბოლოს კი ქვემოთ დამეხედა - ასე 3-3 წამის განმავლობაში. შემდგომ გვერდზე გამეხედა, ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი მარჯვნივ. ფაქტობრივად, თვალებს ჯვრისებურად ამოძრავებ. მომდევნო ეტაპი უკვე დიაგონალური მოძრაობებია. ნამდვილად კარგი ვარჯიშია. თავს ვერ დავდებ, თუმცა, შესაძლოა, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ 78 წლის ასაკში გაზეთის კითხვის დროს სათვალის გაკეთება არ მჭირდება", - ამბობს პოლი.

პოლ მაკკარტნიმ The Beatles-ის შემოქმედებიდან რჩეული სიმღერა დაასახელა

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება პოლმა 18-ჯერ მოახერხა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში კი ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული