Thumbnail

18 წლის ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი, ოლივია როდრიგო ახალ კომპოზიციას good 4 u და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის სადებიუტო ალბომში Sour შევა, რომელიც 21 მაისს გამოიცემა. ახალბედა პოპ შემსრულებლის სტუდიური ჩანაწერი 11 სიმღერას გააერთიანებს.

ნახეთ: ოლივია როდრიგო კლიპს Deja Vu ავრცელებს

ნახეთ: ჯიმი ფელონის შოუში ოლივია როდრიგოს სატელევიზიო დებიუტი შედგა

ოლივია როდრიგო ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსია, რომელსაც პოპულარობა Disney Channel-ის სერიალებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series შესრულებულმა მთავარმა როლებმა მოუტანა. 2021 წლის 8 იანვარს არტისტმა სადებიუტო კომპოზიცია Drivers License გამოაქვეყნა. სინგლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში, მათ შორის აშშ-სა და ბრიტანეთში, პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. პლატფორმა Spotify-ზე კი სადებიუტო კვირაში მოსმენების რეკორდული რაოდენობა, 80 მილიონი დააფიქსირა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული