Thumbnail

ნახეთ: რა რჩევებს აძლევს Cardi B ახალბედა დედებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ბრენდ Reebok-თან თანამშრომლობით ფეხსაცმლის კოლექცია Mommy & Me გამოუშვა, რომელიც, მისი თქმით, საკუთარი შვილის, 2 წლის ქალჩერის სიყვარულს მიუძღვნა. კოლექციაში რეპერის თაყვანისმცემლებისთვის კარგად ნაცნობი მოდელი Club C Cardi ორ ახალ ფერშია წარმოდგენილი. მოზრდილების ზომები 100 დოლარი, საბავშვო კი 75 ღირს. აღნიშნული ფეხსაცმელები "რიბოკის" ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე სრულადაა ამოყიდული.

Cardi B: ჩემი წარმომავლობის გამო სხვა არტისტებზე ნაკლებს მიხდიდნენ

Cardi B: როცა ცოტა ფული მქონდა, უფრო ბედნიერი ვიყავი

ახალი კოლექციის პრომოუშენის ფარგლებში "რიბოკმა" იუთუბზე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ქარდი ახალბედა დედებს რჩევებს აძლევს:

⇒ რა უნდა გააკეთონ დედებმა შვილების გასართობად?

"ნაყინი, ან რა ჯანდაბაც უნდა იყოს, მიეცით, თუ ითხოვენ".

⇒ რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად გამოადგებათ ახალბედა მშობლებს?

"ნუ წაიკითხავთ წიგნებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ მშობლები. მენდეთ, როგორც კი ბავშვი გაჩნდება, იმ წუთში მიიღებთ ამ კითხვაზე პასუხს, ეს ბუნებრივად მოხდება".

⇒ რჩევა, რომელსაც შენს გოგონას პირველ რიგში მისცემდი?

"შენ ლამაზი და ჭკვიანი ხარ, წარმატებული მშობლები გყავს, მთელ სამყაროს უყვარხარ და არ არსებობს, ოცნებები ვერ აისრულო",- მიმართა შვილს მუსიკოსმა.

არტისტმა იმაზეც ისაუბრა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორ ახერხებს შვილთან დროის გატარებას.

"როდის ვიცლი დედაშვილური ურთიერთობებისთვის? როგორც კი მცირე დროს გამოვნახავ, ვიყენებ მას. ძალიან გრძელი და დამღლელი დღეც რომ მქონდეს, ღამით მივუწვები, ვეთამაშები ან, უბრალოდ, მასთან ვარ", - აღნიშნა რეპერმა.

მუსიკოსმა "რიბოკთან" თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო, როცა ის ბრენდის სახედ აირჩიეს. მას შემდეგ შემსრულებელმა კომპანიასთან ერთად რამდენიმე კოლექცია გამოუშვა, მათ შორის ტანსაცმლისაც.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული