Thumbnail

ნახეთ: Katy Perry ახალ ვიდეორგოლს Electric ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ ახალი კომპოზიცია Electric და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. მუსიკოსმა სიმღერა ცნობილი იაპონური ფრენჩაიზის, Pokémon-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერა. ვიზუალურ ნამუშევარში, რომლის ავტორიც რეჟისორი, კარლოს ლოპეზ ესტრადა გახლავთ, პოპულარული ანიმაციური პერსონაჟი პიკაჩუც მონაწილეობს.

რას უმღერის ორლანდო ბლუმი მისი და კეტი პერის შვილს დილაობით

ნახეთ: კეტი პერი კლიპს Not the End of the World ავრცელებს

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 125 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე რამდენიმე მილიარდი ნახვა დააგროვეს. 2012 წელს მან დოკუმენტური, ავტობიოგრაფიული ფილმი Katy Perry: Part of Me გამოუშვა. 2015-ში კი მან Super Bowl-ის ფარგლებში გამართა პერფორმანსი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული