Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკი მინაჟმა 2009 წლის მიქსტეიპი მუსიკალურ პლატფორმებზე გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქალმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ონიკა მარაჟმა, სასცენო სახელით Nicki Minaj, მუსიკალურ პლატფორმებზე 2009 წლის მიქსტეიპი Beam Me Up Scotty პირველად გამოაქვეყნა. თავის დროზე ქუინსელმა მუსიკოსმა სტუდიური ნამუშევარი, რომელიც 23 კომპოზიციას აერთიანებს, დამოუკიდებლად გაავრცელა და მისი უფასოდ გადმოწერა ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი. ჩანაწერის ფარგლებში ნიკიმ არაერთ კოლეგასთან, მათ შორის ლილ უეინთან, დრეიქთან და გუჩი მეინთან ითანამშრომლა.

ნახეთ: ნიკი მინაჟი შვილის პირველ ფოტოებს ავრცელებს

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული